გირავნობის კანონი ერეკლე II-ისა

გირავნობის კანონი ერეკლე II-ისა — საგანგებო დადგენილება, რომელიც აწესრიგებდა აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 წელს თბილისის აოხრებისა და დაწვის შემდეგ წარმოშობილ სადავო საკითხებს დაგირავებული სახლებისა და დუქნების თაობაზე. გამოსცა ერეკლე II-მ ქალაქის მოხელეთა „თანდასწრებით“, ითვალისწინებდა სახლის დამგირავებლის ვალის შემცირებას 1/4-ით. დამწვარი დაგირავებული დუქანი მოგირავნეს (კრედიტორს) უნდა აღედგინა, ხოლო დამგირავებელს სესხი სრულად გაესტუმრებინა. კანონი ხელს უწყობდა ქალაქის აღორძინებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „საქართველოს ძველთაგან და ჩვეულებითად ქართველ მეფეთ დროთა შემოღებულნი სჯულნი“, მ.12, ი. დოლიძის გამოც., მის წგ.: საქართველოს ჩვეულებითი სჯული, თბ., 1960.