გიორგი V (კათოლიკოს-პატრიარქი)

(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი (XIV ს.))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი V.

გიორგი V საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIV ს. 80–90-იან წლებში, მეფეების — ბაგრატ V-ისა და გიორგი VII-ის თანამედროვე. ზრუნავდა თემურლენგის მიერ აოხრებული საკათალიკოსოს მეურნეობის აღდგენაზე. 1393 წელს ამტკიცებს გიორგი VII-ის მცხეთისათვის შეწირულების სიგელს. მოიხსენიება აგრეთვე 1398 წლის ერთ-ერთ საბუთში. 1399 წელს კათოლიკოსად უკვე ელიოზი ჩანს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება