გიორგი (გარსევანიშვილი)

ქართველი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე

გიორგი (ერისკაცობაში — გიორგი იესეს ძე გარსევანიშვილი; დ. დაახლ. 1680 — გ. 20 ივნისი, 1745, მოსკოვი) — ქართველი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე.

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

დაახლოებული იყო ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის ოჯახთან. ღვთისმეტყველებას ასწავლიდა ბაქარს და ვახუშტი ბატონიშვილს. მისი ძმა, იესე, იყო სამეფო კარისა და ოქონის ხატის დეკანოზი, ჯვარისმტვირთველი. 1724 წელს ემიგრაციაში გაჰყვა ვახტანგ VI-ს. რუსეთში სხვა ქართველ სასულიერო მოღვაწეებთან ერთად ჩაირიცხა სინოდის შტატში. შემდეგ მოღვაწეობდა მოსკოვის ქართველთა ახალშენში. 1730 წლის მარტში ვახტანგ VI-მ და ბაქარმა საგანგებო დავალებით საქართველოში გამოგზავნეს. მას გამოჰყვა არქიმანდრიტი არსენიც (ფიცხელაური). 1737 წლიდან გიორგი საბოლოოდ დასახლდა მოსკოვში. დაკრძალულია ვსესვიატსკოეს ტაძრის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სიხარულიძე ფ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 16.
  • გარსევანიშვილი გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.56

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება