გიორგი ჩეჩელაშვილი

გიორგი ჩეჩელაშვილი (დ. 28 ივლისი, 1941, თბილისი — გ. 2 თებერვალი, 2000) — ქართველი პოლიციის გენერალ-მაიორი, პოლიტიკოსი.

გიორგი ჩეჩელაშვილი
დაბადების თარიღი 28 ივლისი, 1941
გარდაცვალების თარიღი 2 თებერვალი, 2000 (58 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1999-2000 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება