გიორგი შინჯიკაშვილი
გიორგი შინჯიკაშვილი (დ. 8 აგვისტო, 1983) — ქართველი ვეტერანი სპორტსმენი (ძიუდოსტი), თანამდებობის პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1983 წლის 8 აგვისტოს. 2009 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, მწვრთნელთა ფაკულტეტი. 2006-2010 წლებში სწავლის პარალელურად იყო გარდაბნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. 2007-2010 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური მთავარი სპეციალისტი. 2010-2012 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის დირექტორი. 2012-2014 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. 2014-2016 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური. 2018-2020 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური. 2020 წლის 24 თებერვლიდან 28 დეკემბრამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე. 2020-2022 წლებში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე. 2022 წლის 1 იანვრიდან ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე.