გიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინი (დ. 2 აპრილი, 1989, ნატახტარი, საქართველო) — ქართველი კალათბურთელი. 2019 წლიდან თამაშობს ესპანეთის ჩემპიონატის კლუბ „ტენერიფეში“. არის ევროლიგის 2 გზის ჩემპიონი (2009, 2013). საქართველოს ნაკრებში პირველად 2006 წელს გამოიძახა, ითამაშა ევრობასკეტ 2013-სა და ევრობასკეტ 2017-ზე.
გიორგი შერმადინი | |
---|---|
ტენერიფე ესპანეთი | |
ცენტრი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
2 აპრილი, 1989 მცხეთა, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
სიმაღლე | 217 სმ |
წონა | 120 კგ |
კარიერა
რედაქტირებაკარიერა დაიწყო 2005 წელს. 2005-2008 წლებში თამაშობდა თბილისის „მაკაბიში“. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო NBA-ს დრაფტზე, მაგრამ არ იქნა არჩეული არცერთი გუნდის მიერ. 2008 წელს შეუერთდა ბერძნულ „პანათანაიკოსს“ რომელთან ერთადაც 2009 წელს მოიგო ევროლიგა. 2013 წელს ამჯერადაც ბერძნული გუნდის, „ოლიმპიაკოსის“ რიგებში, მეორედ მოიგო ევროლიგა.
ტიტულები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ევროლიგა (2): 2009, 2013
- საბერძნეთის თასი (1): 2009
- საბერძნეთის ლიგა (1): 2009
- „Triple Crown“ (1): 2009
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი შერმადინი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი შერმადინი დაარქივებული 2013-10-19 საიტზე Wayback Machine. — acb.com (ესპანური)
- გიორგი შერმადინი დაარქივებული 2011-08-27 საიტზე Wayback Machine. — draftexpress.com
- გიორგი შერმადინი — eurobasket.com