გიორგი შარვაშიძე (საფარ ალი-ბეგი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.

გიორგი შარვაშიძე (საფარ ალი-ბეგი; გ. 7 თებერვალი, 1821) — (შინაგან) აფხაზეთის მთავარი 1810-1821 წლებში, ქეილაშ აჰმედ-ბეგის შვილი.

ქეილაშ აჰმედ-ბეგის შვილი, მისი ძმის, ასლანბეის მიერ მამის მკვლელობისა და ტახტის მიტაცების დროს სამეგრელოს მთავართან იმყოფებოდა, რომლის დახმარებითაც ცდილობდა ტახტის დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ. 1809 წელს თხოვნით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას, რათა აფხაზეთი რუსეთის მფარველობაში მიეღოთ და მთავრად ის დაემტკიცებინათ. რუსეთ-ოსმალეთის ომის განახლების შემდეგ, 1810 წლის 17 თებერვალს, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა საფარ-ბეგი დაამტკიცა აფხაზეთის მთავრად რუსეთის უმაღლესი ძალაუფლების აღიარებით და შინაგანი ავტონომიის ცნობით. 1810 წლის ივნისში რუსეთის საზღვაო დესანტმა ხელში ჩაიგდო სოხუმის ციხე და იქიდან ოსმალებთან ერთად ასლანბეიც განდევნა.

გიორგი შარვაშიძე დასაფლავებულია ლიხნის ტაძარში.

ლიტერატურა

რედაქტირება