გიორგი შარვაშიძე (საზოგადო მოღვაწე)
გიორგი ალექსანდრეს ძე შარვაშიძე (დ. 1808 — გ. 1898) — აფხაზი საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაპირველდაწყებითი განათლება მიიღო დედის — კესარია ნიკოს ასულ დადიანის უშუალო ხელმძღვანელობით. შემდგომ სამხედრო სამსახურში ჩადგა და გენერალ-ლეიტენანტის ჩინამდე მიაღწია. არაერთგზის მიიღო მონაწილეობა რუსეთის არმიის სამხედრო ოპერაციებში. თავი ისახელა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. გიორგი შერვაშიძე წლების მანძილზე განაგებდა აბჟუის თემს. ცდილობდა თანამემამულეებში განათლებისა და კულტურის შეტანას, სკოლების დაარსებას. სწავლა-განათლებაში ხედავდა პროგრესის რეალურ საფუძველს. გიორგი შარვაშიძემ დიდი წვლილი შეიტანა აფხაზური ანბანის შედგენაში (1865), ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აფხაზეთის განყოფილების დაარსებაში, აფხაზი ხალხის ეროვნული უფლებების დაცვაში. გიორგი შარვაშიძეს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან, ნიკო ნიკოლაძესთან, რაფიელ ერისთავთან, ნიკოლოზ დადიანთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ო. ჭურღულია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 688.