გიორგი ქეჩაარი
გიორგი ქეჩაარი (აზერ. Georgi Avetisiğar Кеçaari;[1][2] დ. 1930, ნიჯი, გაბალის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ — გ. 8 სექტემბერი, 2006, ნიჯი, გაბალის რაიონი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მწერალი.
გიორგი ქეჩაარი | |
---|---|
აზერ. Georgi Avetisoviç Keçaari | |
დაბადების თარიღი | 25 ივლისი, 1930 |
დაბადების ადგილი | ნიჯი |
გარდაცვალების თარიღი | 8 სექტემბერი, 2006 (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიჯი |
დასაფლავებულია | ნიჯი |
საქმიანობა | ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, Seraphic Doctor და საზოგადო მოღვაწე |
ენა | უდიური ენა და აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი |
ალმა-მატერი | ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი |
უდთა კულტურული გაერთიანების „ორაინის“ შემქმნელი და 1991–2006 წლებში ხელმძღვანელი.[3]
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1930 წელს გაბალის რაიონის სოფელ ნიჯში. 1938 წელს შევიდა იმავე სოფლის საშუალო სკოლაში, რომელიც 1946 წელს დაამთავრა. 1946–1952 წლებში ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სწავლის შემდეგ, 1952–1957 წლებში გაბალის რაიონის სოფელ მიხლიგოვაგის სკოლის დირექტორად მუშაობდა. 1952 წლიდან მუშაობდა ნიჯის სკოლის მასწავლებლად და დირექდორის მოადგილედ.
1991 წელს შექმნა უდთა ხელოვნების ეროვნული ცენტრი „ორაინ“.
გარდაიცვალა 2006 წლის 8 სექტემბერს.
წიგნები
რედაქტირება1996 წელს გამოიცა „Nana Oçal“ (ქართ. დედა მიწა). 2001 წელს მისი წიგნი „ორაინი“ მაღალი ტირაჟით გამოიცა. 2003 წელს გამოიცა წიგნები „ Buruxmux“, „Udilərin ənənəvi toy mərasimləri“,რუსულად „შუნუროქი“ და „უდთა ზღაპრები“. 2004 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიბეჭდა უდთა ენის 1, 2 და 3 კლასელებისთვის გათვლილი წიგნები. გიორგი ქეჩაარი მუშაობდა ბიბლიის უდურ თარგმანზე.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Georgi Keçaari. «Udilərdə ənənəvi toy mərasimləri», განჯა, "AGAH" nəşriyyatı, 2003.
- ↑ Jora Keçaari. Nana Oččal. Baku, 1996
- ↑ 3.0 3.1 Sevinc Mahmudova (20/01/2018). „Udi icmalarının rəhbərləri“. Orayin.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2018-ci il. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
და|archivedate=
-ში (დახმარება)