გიორგი ტურაშვილი
გიორგი ტურაშვილი (დ. 26 აგვისტო, 1946, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1974–1989 წლებში მუშაობდა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრაზე. 1989 წლიდან — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პოლიკლინიკური და გადაუდებელი თერაპიის კათედრის დოცენტი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის, სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს ორდინატორებსა და ასპირანტებს.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „Возможности медикаментозной коррекции гемореологических нарушений у больных хронической ишемической болезнью сердца и облитерирующими поражениями артерий ног“, დაიცვა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტში 1980 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა — „ნეროცირკულარული დისტონიის, არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკის ოპტიმიზაცია ორგანიზებულ პოპულაციაში“, დაიცვა თბილისის თერაპიის ინსტიტუტში 1993 წელს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ექიმის ცნობარი ტენზიოლოგიაში, თბილისი, 2003, გვ. 65
ლიტერატურა
რედაქტირება- წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 265
- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. თბ., 2012, გვ. 369