გიორგი სურმავა
გიორგი გივის ძე სურმავა (დ. 16 მაისი, 1958) — ქართველი სამხედრო პირი, ბრიგადის გენერალი (2014).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1980). 1992 წლიდან იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მონაწილეობდა აფხაზეთის კონფლიქტში (1992-1993) და რუსეთ-საქართველოს ომში (2008). სხვადასხვა დროს მსახურობდა დაზვერვის ოფიცერად გენერალური შტაბის, სახმელეთო ჯარების, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის სტრუქტურებში. 2012-2016 წლებში იყო გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, 2016-2017 წლებში — საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, 2017-2018 წლებში — ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის და სამხედრო აღმშენებლობის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი. 2017 წლიდან თადარიგშია. მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტში (მეცნიერ-თანამშრომელი). დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“, მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“, ასევე უწყებრივი მედლებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი სურმავა — საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
- გიორგი სურმავა — სტუ-ის საინფორმაციო მონაცემთა ბაზა.