გიორგი სვანიძე (ბიზნესმენი)
გიორგი სვანიძე (დ. 7 აპრილი, 1971, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი და მეწარმე. დიასპორული ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი, ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს ზეთისხილის მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე და ნიდერლანდების ქართული დიასპორის თავმჯდომარე. 2023 წლიდან ინდონეზიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში.[1]
გიორგი სვანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
7 აპრილი, 1971 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | ნიდერლანდები |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ბიზნესმენი |
შვილ(ებ)ი | 3 |
საიტი | georgesvanidze.ge |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი სვანიძე დაიბადა 1971 წლის 7 აპრილს, თბილისში, საქართველო. 1993 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობისა და კონსტრუქციის ინჟინერიის ფაკულტეტი. 1998 წელს ნოდერლანდების დენტიონის კოლეჯი. 2003 წელს კი ჩიკაგოში (აშშ) მდებარე ბერლიცის კოლეჯის ბიზნესკომუნიკაციების ფაკულტეტი.[2]
გიორგი სვანიძე იყო პირველი, ვინც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა და 2019-2021 წელს საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა, იგი არის საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს, საქართველო-ინდონეზიის ბიზნეს ასოციაციისა და საქართველო-იაპონიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი. 2019 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველი და სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრი.[1]
გიორგი სვანიძე აქტიური ფილანთროპია. ააგო და აღადგინა რამდენიმე ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი. ააშენა საცხოვრებელი კომპლექსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.[2]
საუბრობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ნიდერლანდურ ენებზე.[2]
დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.[2]
ჯილდოები
რედაქტირება- ოქროს ფრთა (2007)
- დიასპორის სამინისტროს საპატიო მედალი (2015)
- საუკეთესო ინვესტორი (ჯორჯიან თაიმსი, 2018)
- საუკეთესო ბიზნესმენი (ჯორჯიან თაიმსი, 2019)
- საუკეთესო ინვესტორი ზეთისხილის სექტორში (ბიზნეს თაიმსი, 2019)
- ოქროსმედალი და პრიზი (პროდექსპო, 2019)[2]