გიორგი სააკაძის ძეგლი (კასპი)
არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
გიორგი სააკაძის ძეგლი — მონუმენტური ხელოვნების ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, რკინიგზის სადგურის წინ. გაიხსნა 1970 წლის 22 ნოემბერს. მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტექტორი გ. ჯაფარიძე.
გამოჩენილი ქართველი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე გიორგი სააკაძე გამოძერწლია ცხენზე ამხედრებული, სატევარმომარჯვებული. ცხენი და მხედარი ქმნიან ერთიან შეკრულ დინამიკურ კომპოზიციას. ქანდაკება დგას რუხი გრანიტით მოპირკეთებულ მაღალ კვარცხლბეკზე, რომელიც აღმართულია ბაზალტის ფილებით გაწყობილ ფართო მოედანზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- მამაიაშვილი ი., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 134-135.