გიორგი პაპუაშვილი (გმირი)
გიორგი იასონის ძე პაპუაშვილი (დ. 20 ივნისი, 1918, დუმაცხოვი, ხაშურის მუნიციპალიტეტი — გ. 5 დეკემბერი, 1944) — ლეიტენანტი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი (1945).
გიორგი პაპუაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | გიორგი იასონის ძე პაპუაშვილი |
დაბადების თარიღი |
20 ივნისი, 1918 დუმაცხოვი, ხაშურის მუნიციპალიტეტი |
გარდაცვალების თარიღი | 5 დეკემბერი, 1944 |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
მშობლები | მამა: იასონ პაპუაშვილი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი იასონის ძე პაპუაშვილი დაიბადა 1918 წლის 20 ივნისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმაცხოვში. დაამთავრა ხუთი კლასი. 1938-1940 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1941 წლიდან მონაწილეობს მეორე სამამულო ომში. 1943 წლიდან უმცროსი ლეიტენანტია. 1944 წლიდან ლეიტენანტი. ამავე წელს მიენიჭა მედალი „მამაცობისთვის“. 1945 წლის 24 მარტს გერმანიის წინააღმდეგ მამაცური ბრძოლისთვის დაჯილდოვდა საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით, დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, „წითელი ვარსკვლავის“ ორდენით (11 მაისი, 1945).