გიორგი ორბელიანი (პოეტი)
ქართველი პოეტი და მთარგმნელი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
გიორგი ორბელიანი — ქართველი პოეტი, მთარგმნელი და „საქართველოს მოამბის“ თანამშრომელი.
გიორგი ორბელიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1818 |
საქმიანობა | პოეტი და მთარგმნელი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი ორბელიანი დაიბადა 1818 წელს. 1862-1863 წწ. ცხოვრობდა ქუთაისში, 70-იანი წლებიდან თბილისში. დაახლოებული იყო თანამედროვე მოწინავე ადამიანებთან. მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ საქმეებშიც. 1879 წელს გიორგი იყო საადგილმამულო ბანკის შემფასებელი კომისიის თავმჯდომარე. მისი პირველი ლექსი „ჰე, საყვარელო..“ გამოქვეყნდა 1852 წელს ჟურნალ „ცისკარში“. 60-70-იან წწ. პოეტის სატრფიალო და პატრიოტული ლექსები ქვეყნდებოდა „მნათობსა“ და „ცისკარში“. თარგმნილი აქვს კრილოვის „მელა და ყურძენი“ (1863), ბერანჟეს „შეგირდი“, „ბებია“, ბაირონის „სიბნელე“.