გიორგი ორახელაშვილი
გიორგი ორახელაშვილი (დ. 24 ივნისი, 1937, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
გიორგი ორახელაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 ივნისი, 1937 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | ბაქოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1965 წელს დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო-პროფილაქტიკური ფაკულტეტი.
1967–1969 წლებში იყო ბაქოს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის ექიმი-ანესთეზიოლოგი; 1969–1972 წლებში მოსკოვის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის განყოფილების ასპირანტი; 1973-1978 წლებში თბილისის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1984 წლებში კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1990 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV მთავარი სამმართველოს სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის კლინიკური განყოფილების გამგე; 1981-1993 წლებში ექიმი-კონსულტანტი ანგოლის სახალხო რესპუბლიკაში; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის კატასტროფების მედიცინის განყოფილების გამგე; 1988 წლიდან კატასტროფების მედიცინის ცენტრის ექიმი-კონსულტანტი. ავტორია 64 სამეცნიერო ნაშრომის, მეთოდური რეკომენდაციების. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კატასტროფების მედიცინის სამეცნიერო განყოფილების შექმნა.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1972 წელს „ნატრიუმის ოქსიბუტირატის გამოყენებით ინტრავენური კომბინირებული ანესთეზია ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში“.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
- პათოფიზიოლოგიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
- საქართველოს კატასტროფების მედიცინის და კრიტიკული სიტუაციების ასოციაცია, წევრი
ჯილდოები
რედაქტირება- 1994 — მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 230
- იგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2000, გვ. 206