გიორგი ნადირაძე
გიორგი ნადირაძე (დ. 14 მარტი, 1992, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, მეკარე.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი ნადირაძე | ||
დაბადების თარიღი | 14 მარტი, 1992 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2006–2011 | დინამო-2 თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2011–2012 | დინამო თბილისი | 1 | (0) |
2012–2016 | სპარტაკი ცხინვალი | 112 | (0) |
2017 | გაგრა | 31 | (0) |
2018 | შევარდენი-1906 | 34 | (0) |
2019 | ცხინვალი | 15 | (0) |
2019–2022 | შევარდენი-1906 | 74 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2010–2011 | საქართველო 19-წლ. | 3 | (0) |
2012–2014 | საქართველო 21-წლ. | 10 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებაგიორგი ნადირაძე თბილისის „დინამოში“ 2006 წელს ჩაირიცხა. „დინამოს“ აკადემიაში ერთი წლით უფროს ასაკში სინჯებზე მისულმა მეკარემ ჯერ აკადემიის პერიოდი გაირა, შემდეგ დუბლებში გამოდიოდა, 2011–12 წლების სეზონისთვის კი ძირითადი შემადგენლობის განაცხადში გამოჩნდა. მისი დებიუტი შედგა საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტურის გადადებულ მატჩში, სადაც „დინამო“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ზესტაფონთან“ 5–1 დამარცხდა.[1][2]
2012 წელს ცხინვალის „სპარტაკში“ გადავიდა და ძირითადში ადგილი დაიმკვირდა. საქართველოს თასის 2012–13 წლების გათამაშების მერვედფინალში, „სპარტაკი“ „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდა, განმეორებით შეხვედრაში საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც გიორგი ნადირაძემ ზედიზედ სამი 11-მეტრიანი მოიგერია და გუნდს მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა.[3]
გამოდიოდა საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. 2014 წელს საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის იძულებითი ცვლილება განხორციელდა, თემურ ქეცბაიამ ნუკრი რევიშვილის მაგივრად გიორგი ნადირაძე გამოიძახა.
მიღწევები
რედაქტირება- უმაღლესი ლიგა მეორე ადგილი: 2010–11
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ნადირაძე — ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე
- პროფილი Transfermarkt-ზე
- პროფილი Soccerway-ზე