გიორგი მელაძე
ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, ქიმიკოსი
გიორგი მელაძე (დ. 1 იანვარი, 1972, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, ქიმიკოსი.
გიორგი მელაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1972 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმია, აგრეთვე თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „აჭარა“, სპეციალობით სამართალმცოდნეობა. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი მელაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი მელაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)