გიორგი მაჭუტაძე (დ. აგვისტო, 1874 — გ. 1922, რიგა) — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა აზნაურ მიხეილ ბეჟანის ძე მაჭუტაძის ოჯახში. 1921 წლის იანვრიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საპატიო კონსული ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში. საპატიო საკონსულო მდებარეობდა ქალაქ რიგაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 263.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება