გიორგი მაშენებელი

გიორგი მაშენებელი-ათონელი (გ. დაახლ. 1030, მონოვატის კუნძული) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე; ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი 1019–1029 წლებში; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღეა 10 აგვისტო (ძველი სტილით 28 ივლისი).

გიორგი მაშენებელი
მოღვაწეობა ბერი

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

ათონის ივერთა მონასტერს სათავეში ჩაუდგა ექვთიმე მთაწმიდელის წინამძღვრობიდან გადადგომის შემდეგ ექვთიმეს წინამორბედის, იოანეს (შესაძლოა, გიორგის ბიძა) ანდერძის თანახმად. შეცვალა მონასტრის ძველი წესები, რის შედეგადაც ბერძნებმა მონასტერში შესვლის უფლება მოიპოვეს. ამით გიორგიმ თანამემამულეთა წყრომა დაიმსახურა. 1029 წელს ბიზანტიის საიმპერატორო კარის რისხვაც დაატყდა თავს, ვინაიდან ბრალად დაედო იმპერატორ რომანოზ III არგირუსის წინააღმდეგ თესალონიკის მმართველის, კონსტანტინე დიოგენეს მიერ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა. გიორგი გადაასახლეს კუნძულ მონოვატზე, სადაც გარდაიცვალა. ამ პერიოდში ათონის ქართველი ბერები დიდ შევიწროებას განიცდიდნენ ბერძნების მხრიდან. მოგვიანებით, ბიზანტიის მთავრობამ ქართველებს აღუდგინა პრივილეგიები წმინდა მთაზე. ქართველმა ბერებმა გიორგის ცხედარი მონოვატიდან ათონზე, მიძინების ტაძარში გადაასვენეს.

გიორგის შესახებ ცნობები ასევე დაცულია XVIII საუკუნის I ნახევრის ბერძნულ ბიოგრაფიულ თხზულებაში, სადაც ის მოხსენიებულია, როგორც „გიორგი დიდი”. გიორგი მცირე მას მიაწერს ათონის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის დაფუძნებას. ამავე მონასტერში შემორჩენილია წარწერია: „მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი და უკუნისამდე არა შეიძრნენ. გიორგი მონაზონი, ქართველი და მაშენებელი“. ხშირად გიორგის აიგივებენ ბერძნული წყაროების ვარაზვაჩესთან, თუმცა ლ. მენაბდის აზრით, გიორგი და ვარაზვაჩე სხვადასხვა პირები არიან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გიორგი შერაცხულია წმინადანად ღირსი გიორგი მაშენებელი-ათონელის სახელით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩხარტიშვილი ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 16.
  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.
  • (რუსული) «Георгий Строитель». სტატიები "Православная Энциклопедия"-დან // შრომები : [ტ.] 3: ნარკვევები, სამეცნიერო წერილები, საენციკლოპედიო სტატიები... / ე. გაბიძაშვილი. - თბ., 2011. - გვ.378-379.
  • (ინგლისური) Georgios Barasbatze, co-founder of Iveron[მკვდარი ბმული]. Prosopography of the Byzantine World.
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, წგ. 2, თბ., 1980;
  • ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბილისი–ათენი, 2003.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება