გიორგი მათეშვილი

ქართველი ექიმი.

გიორგი მათეშვილი (დ. 15 მარტი, 1942, თბილისი) — ქართველი ექიმი.

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1965–1967 წლებში იყო ენგურჰესის მშენებლობის სამედიცინო სანიტარული ნაწილის პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი. 1968–1971 წლებში ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ასპირანტი კლინიკური იმუნოლოგიის სპეციალობით, პარალელურად მუშაობდა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ინფარქტის განყოფილების ექიმად. 1972–1973 წლებში იყო კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1973–1996 წლებში უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1988–1999 წლებში მთავარი ექიმი. 1981–1999 წლებში იყო თბილისის ჯანდაცვის სამმართველოს მთავარი კარდიოლოგი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ ავადმყოფთა სეროლოგიური გამოკვლევის ჩვენი გამოცდილება“, დაიცვა 1971 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება