გიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი (დ. 27 ივლისი, 1984) — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2021 წლის 3 აგვისტოდან. [1] გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2008 წლიდან მუშაობს. 2019 წლის 9 სექტემბრიდან 2021 წლის 25 მაისამდე იყო ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის, 25 მაისიდან თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებამდე კი ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო. არის საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 - ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი. 2008-2012 წლებში კი იკავებდა ჯერ საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის, შემდეგ კი სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობას. გიორგი კალანდარიშვილი 2006-2008 წლებში მუშაობდა სს „ენერჯი ინვესტში“. 2002-2006 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში, მათ შორის იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) ადმინისტრაციაში. 2012-2019 წლებში იყო სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. კალანდარიშვილს აქვს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება. საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ჩართული იყო როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებში. მას აგრეთვე გავლილი აქვს ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლის კურსი ბოსნია და ჰერცეგოვინაში და მინიჭებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.
გიორგი კალანდარიშვილი | |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 3 აგვისტო, 2021 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | თამარ ჟვანია |
დაბადებული | 27 ივლისი, 1984 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მეუღლე | დიახ |
შვილები | 2 |
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი კალანდარიშვილის ბიოგრაფია დაარქივებული 2021-02-19 საიტზე Wayback Machine.