თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია (დ. 2 მაისი, 1971) — ქართველი სოციოლოგი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2013 წლის 11 სექტემბრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე.
თამარ ჟვანია | |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 სექტემბერი, 2013 – 1 ივლისი, 2021 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი |
წინამორბედი | ზურაბ ხარატიშვილი |
მემკვიდრე | გიორგი კალანდარიშვილი |
დაბადებული | 2 მაისი, 1971 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მეუღლე | დიახ |
შვილები | 3 |
პროფესია | სოციოლოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებათამარ ჟვანია დაიბადა 1971 წლის 2 მაისს. მინიჭებული აქვს სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი და არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის დოქტორის ხარისხის კანდიდატი. თამარ ჟვანია არის დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) დემოკრატიისა და განვითარების პროგრამის სტიპენდიატი (სტენფორდის უნივერსიტეტი, კალიფორნია, აშშ). მინიჭებული აქვს დემოკრატიის მმართველობისა და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების პროგრამის (BRIDGE) სრული ფასილიტატორის სერტიფიკატი.
საჯარო სამსახურში კარიერული საქმიანობის დაწყებამდე თამარ ჟვანია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი იყო, სადაც ევროკავშირის პროექტების ფარგლებში შექმნა და დანერგა საარჩევნო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკის განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით.
თამარ ჟვანია ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED). 2011-2012 წლებში იყო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის უფროსი მენეჯერი ნიგერიაში, მანამდე კი — NDI-ის საარჩევნო კონსულტანტი ბანგლადეშში.
2013 წლის 11 სექტემბრიდან[1] 2021 წლის 1 ივლისამდე[2] იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამარ ჟვანია — ბიოგრაფია დაარქივებული 2018-12-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია დაინიშნა“. www.sazogadoeba.ge. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ „თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა — რა გახდა ამის მიზეზი, რას წერს ცესკო-ს ექსთავმჯდომარე სოციალურ ქსელში?“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)