გიორგი ვეკუა
გიორგი ერმილეს ძე ვეკუა (დ. 12 ივლისი, 1925, სოფ. ბარღები, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი, — გ. 2012) — ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1979).
მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1941-1945). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1951). იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე (1962–1994), საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პროფესორი (1994 წლიდან). ვეკუას კვლევის ძირითადი მიმართულებებია რელიგიის ისტორია, მატერიალური დიალექტიკა, თანამედროვე მედიცინის ფილოსოფიური საკითხები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მატერიალისტური დიალექტიკის კატეგორიები, თბ., 1960.
- მიზეზობრიობის პრობლემა ფილოსოფიასა და მედიცინაში, თბ., 1977.
- მედიცინის ფილოსოფია (ლექციების მოკლე კურსი), თბ., 1994.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 237.