გიორგი ვასილის ძე ელიაძე (რუს. Георгий Васильевич Элиадзе; დ. 27 მარტი, 1952, პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი, რსფსრ) — რუსეთის ფედერაციის არმიის გენერალ-მაიორი (1993), წარმოშობით ქართველი.

დაამთავრა ქ. ორჯონიკიძის უმაღლესი სამხედრო-საჯარისო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი (1976), გენერალური შტაბის აკადემია (2000). მსახურობდა საბჭოთა კავშირისა და რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ნაწილში, მონაწილეობდა ავღანეთის (1979-1989) და ჩაჩნეთის (1999-2000) ომებში. ამ უკანასკნელი კონფლიქტის დროს მეთაურობდა ბრიგადას, შემდეგ დივიზიას. 2007-2011 წლებში იყო შორეული აღმოსავლეთის მე-5 არმიის სარდლის მოადგილე, 2009 წელს — სამხედრო მრჩეველი სირიის არაბთა რესპუბლიკაში. დაჯილდოებულია რუსეთის ფედერაციის 2 ორდენით („წითელი ვარსკვლავის“ და „მამაცობის“) და 11 მედლით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 644.
  • გოგიტიძე მ., სამხედრო ფიცის ერთგულნი: ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2015, — გვ. 171.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება