გიორგი გონჯილაშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი გონჯილაშვილი (დ. 21 ივნისი, 1928, თიანეთი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1955–1956 წლებში იყო გუდაუთის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე. 1956–1965 წლებში გორის ბამბეულ ქსოვილთა კომბინატის სამედიცინო სანიტარული ნაწილის წამყვანი ქირურგი. 1965–1969 წლებში გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების გამგე. 1969–1972 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიული კლინიკის ასისტენტი. 1972–1981 წლებში ჰემატოლოგიისა და ტრანსფიზიოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი. 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკუნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე. ავტორია 63 სამეცნიერო ნაშრომის.

1963 წელს საკანდიდატო დისერტაციიუს თემა — „რენტგენოლოგიურ და კლინიკურ დიაგნოზთა შედარების საკითხისათვის წყლულოვანი დაავადების დროს დაიცვა.“

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1999 - ღირსების ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 77
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ: თამაზ ყიფიანი თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი თბ., 2002 გვ. 107

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება