გიორგი გოგიჩაიშვილი
გიორგი გოგიჩაიშვილი (დ. 28 აპრილი, 1968, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 4 ივლისი, 2019, სტამბოლი, თურქეთი) — ქართველი მსახიობი, შოუმენი და ტელეწამყვანი.
გიორგი გოგიჩაიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
28 აპრილი, 1968 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
4 ივლისი, 2019 (50 წლის) სტამბოლი, თურქეთი |
საქმიანობა | ტელეწამყვანი, შოუმენი, მსახიობი |
აქტიური | 1992-2019 |
მეუღლე(ები) | ნათია ბანძელაძე |
შვილ(ებ)ი |
ნანუკა ნინი |
მშობლები |
მამა: იოსებ გოგიჩაიშვილი დედა: ნანა დათუნაშვილი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი გოგიჩაიშვილი დაიბადა 1968 წლის 28 აპრილს თბილისში, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, იოსებ გოგიჩაიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობის ნანა დათუნაშვილის ოჯახში.[1] [2] საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია იმედის, რუსთავი 2-ის და სხვა ტელერადიოკომპანიების თანამშრომელი. სხვადასხვა შოუების პარალელურად რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია ბასტი-ბუბუს პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გიორგი დაქორწინებული იყო ჟურნალისტ ნათია ბანძელაძეზე, რომელსაც 2010-2012 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. წყვილს ორი შვილი ნანუკა და ნინი ჰყავს, ორივე მათგანი მოდელია, ნანუკა ვიცე მის-საქართველო 2015-ის, ნინი კი მის-საქართველო 2018-ის ტიტულის მფლობელია.
გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ნათია ბანძელაძის დეკლარაცია, declaration.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-04. ციტირების თარიღი: 2019-07-04.
- ↑ რატომ ვერ ახერხებენ ნინის გულის მოგებას, http://gza.kvirispalitra.ge
- ↑ გარდაიცვალა მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი, 1tv.ge