გიორგი გამყრელიძე (კალათბურთელი)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|გიორგი გამყრელიძე (კალათბურთელი)}} |
გიორგი გამყრელიძე (დ. 4 თებერვალი, 1986, თბილისი, საქართველო) — გიორგი გამყრელიძე, ვეტერანი ქართველი კალათბურთელი(გამთამაშებელი), საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე.
გიორგი გამყრელიძე | |
---|---|
უკანა ხაზი (გამთამაშებელი) | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
4 თებერვალი, 1986 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
სიმაღლე | 185 სმ |
წონა | 78 კგ |
კარიერა | |
კარიერის ისტორია | |
2000-2001 შევარდენი თბილისი | |
2001-2002 სკ თსუ (თბილისი) | |
2002-2003 აკადემია თბილისი | |
2003-2005 დინამო (თბილისი) | |
2005-2006 ფიუსტენფელდ (ავსტრია) | |
2006-2009 რუსთავი | |
2009-2010 მიტელდოიჩერი (გერმანია) | |
2010-2011 გისენი (გერმანია) | |
2011-2012 ოლიმპი (თბილისი) | |
2012-2013 არმია | |
2013-2015 დინამო (თბილისი) | |
2015-2016 რუსთავი | |
2016-2017 სკ ტიტები (თბილისი) | |
როგორც მწვრთნელი: | |
2019-2020 სკ ტიტები (თბილისი) | |
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |
სუპერლიგის MVP 2009 საქართველოს თასის ფინალის MVP 2015 საქართველოს ჩემპიონი 2007, 2008, 2009. 2014 საქართველოს თასი 2004, 2009, 2015 საქართველოს სუპერთასი 2007, 2008 დუდუ დადიანის მემორიალი 2006, 2007, 2008, 2012 ქორქია-საკანდელიძის მემორიალი 2007, 2009, 2014 როგორც მწვრთნელი: საქართველოს თასი 2019 |
ამჟამად, არის საკალათბურთო კლუბ ტიტების პრეზიდენტი.
გამყრელიძემ უმაღლეს ლიგაში თამაში, 2000 წელს შევარდენის რიგებში დაიწყო, მალევე დინამო თბილისში გადავიდა.
კარიერის საწყის წლებში ყველაზე წარმატებული პერიოდი, რუსთავის ენერჯი ინვესტის რიგებში გაატარა, სადაც სამჯერ ზედიზედ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ კი თასის მფლობელი.
2008-2009 წლების სეზონში სუპერლიგის mvp გახდა და კარიერა გერმანიის უმაღლეს ლიგაში განაგრძო, თითო-თითო სეზონი გაატარა, მიტელდოიჩერში და გისენში.
2012-2017 წლებში კვალავ საქართველოს სუპერლიგას დაუბრუნდა, კარიერა 2017 წელს, მის მიერ შექმნილ სკ ტიტებში დაასრულა.
პრეზიდენტობასთან ერთად, სკ ტიტების მთავარი მწვრთნელი გახლდათ, 2019 წლის იანვრიდან, 2020 წლის მაისამდე.
2019 წელს, ტიტებს არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული საქართველოს თასი მოაგებინა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან ერთად, ორჯერ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე(2011 და 2017 წელს). ჯამში ნაკრების მაისური 39 შეხვედრაში მიიღო.