ტიტები (საკალათბურთო კლუბი)

საკალათბურთო კლუბი „ტიტები“ — საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბი ქალაქ თბილისიდან, საქართველო.

ტიტები თბილისი


ლიგები საქართველოს ა ლიგა 2016-2018

საქართველოს სუპერლიგა 2018-

დაარსდა 2016
არენა ოლიმპიური სასახლე
მდებარეობა თბილისი, საქართველო
გუნდის ფერები ლურჯი, თეთრი
პრეზიდენტი გიორგი გამყრელიძე
ვიცე-პრეზიდენტები გიორგი ჯაფარიძე
მთავარი მწვრთნელი ბესიკ ლეჟავა
ჩემპიონატები საქართველოს სუპერლიგა
ფორმები
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
ძირითადი
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
სარეზერვო

ისტორია რედაქტირება

საკალათბურთო კლუბი „ტიტები“, დაარსდა 2016 წელს. კლუბი დაარსეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა მოთამაშეებმა, ლაშა-გიორგი გამყრელიძემ და ბესიკ ლეჟავამ [1]. კლუბმა ასპარეზობა დაიწყო 2016-2017 წლის ა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და მოიპოვა ა ლიგაში თამაშის უფლება. საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩიან დუელში კლუბმა მარნეულის დელტა დაამარცხა. სადებიუტო სეზონში მცენარეებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს.

2017-2018 წლების სეზონში „ტიტები“ ფინალურ სერიაში თსუ-ჰიუნდაისთან 3 -1 დამარცხდა, სუპერლიგაში გადასვლელ\გასავარდნ შეხვედრაში სოხუმი სერიაში 2-1 დაამარცხა და სუპერლიგის საგზური მოიპოვა.

2018-2019 წლების სეზონში, ტიტებმა რეგულარულ ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო საჩემპიონო პლეი-ოფში მეოთხედფინალში ქუთაისთან დამარცხდა.

რეგულარულ სეზონში არცთუისე დამაჯერებელი ასპარეზობის მიუხედავად, მცენარეებმა საქართველოს თასი მოიპოვეს. 2019 წლის 27 აპრილს ტიტებმა საქართველოს თასის ფინალში საკალათბურთო გუნდი მგზავრები 96 - 85 დაამარცხა და ისტორიაში პირველ ტიტულს დაეუფლა.

აღსანიშნავია რომ, საქართველოს თასის ისტორიაში ტიტები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ა ლიგიდან გადმოსვლის შემდეგ სადებიუტო სეზონში საქართველოს თასი მოიპოვა.

ამავე სეზონში ტიტებმა დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის ფინალურ შეხვედრაში დელტასთან 85 - 75 დამარცხდა.

2019-2020 წლების სეზონის წინ ტიტებმა კიდევ ერთი ფინალი წააგო. საქართველოს სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში მცენარეები ცხუმ-აფხაზეთან 72 - 70 დამარცხდნენ.

2019-2020 წლების სეზონში 15 ტურის შემდგომ ტიტები მე-8 ადგილს იკავებდა. კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო სეზონი ნაადრევად შეწყდა, მოგვიანებით კი ოფიციალურად ჩაშლილად გამოცხადდა.

ამავე სეზონში ტიტებმა კვლავ მოახერხეს საქართელოს თასის ნახევარფინალში გასვლა, რომელიც ასევე ჩაიშლილად გამოცხადდა.

2020-2021 წლების სეზონი, ტიტებმა ცუდად ჩაატარა, რეგულარულ ეტაპზე მე-9 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა.

2021-2022 წლების სეზონის წინ, ტიტების მთავარ მწვრთნელად ბესიკ ლეჟავა დაინიშნა. ბესომ პირველივე ტურნირი, დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო. ტიტებმა დუდუ დადიანი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო.[2] სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო საჩემპიონო პლეი-ოფში მეოთხედფინალში თსუ-სთან დამარცხდა. [წყარო არ არის მითითებული 619 დღე]

კლუბი რედაქტირება

მოთამაშეები რედაქტირება

პოზ ნომ მოქ სახელი სიმაღლე დ.თ. (წ-თ-დ)
C 6   რამაზ ბუჩუკური 212 1999-02-24
G/F 7   ლევან ბაბილოძე 198 1998-07-24
SF 15   ზაურ ჯანელიძე 198 1999-9-20
F/C 9   გუჯა ბირკაია 203 1995-1-23
F 20   აკაკი ლომოური 201 1991-1-17
G 1 ისააკ ასრატი 185 1997-06-14
PG 2 კრის პარკერი 182 1998-04-15
SG 8 ლაშა დაღელიშვილი 194 2001-01-08
C 4 ჯავიონ ოგუნიემი 208 1995-07-19
G 25 ჯორდან რობერტსონი 195 1996-03-22
G 71 ლევან გოგალაძე 197 1997-10-16

სამწვრთნელო შემადგენლობა რედაქტირება

მენეჯმენტი რედაქტირება

პოზიცია სახელი
პრეზიდენტი გიორგი გამყრელიძე
გენერალური მენეჯერი გიორგი ჯაფარიძე
მედია ოფიცერი გიორგი ჯაფარიძე
მთავარი მწვრთნელი ბესიკ ლეჟავა
მწვრთნელი ლევან ჯაფარიძე
ექიმი მამუკა კვანტალიანი
ფიზ მომზადება ლევან ჯაფარიძე

შემადგენლობა 2020-2021 წლების სეზონში

პოზ ნომ მოქ სახელი სიმაღლე დ.თ(წ-თ-დ)
PG 33 ალექსანდრე კაკუბერი 183 1999-10-27
G/F 13 დავით ლომიძე 196 1997-01-13
SF 15 ზაურ ჯანელიძე 197 1999-09-20
F/C 23 გუჯა ბირკაია 203 1995-01-23
F 20 კაკი ლომოური 201 1991-01-17
SG 6 თეიმურაზ ბაბუნაშვილი 188 1990-02-7
PG 7 გიორგი ჯაფარიძე 188 1999-06-23
S/G 8 ლაშა დაღელიშვილი 194 2001-01-8
C 24 რამაზ ბუჩუკური 212 1999-02-24
PG 4 ჯორდან თალი 185 1995-07-16
F/C 5 ტილან ბირტსი 198 1996-11-8
C 30 ბრენდან აუგბორნსი 205 1996-10-1
PG 0 მაიკ დიქსონი 188 1990-12-01
SG 2 პრინს უილიამსი 196 1992-08-22

გამორჩეული მოთამაშეები რედაქტირება

მწვრთნელები რედაქტირება

სეზონები რედაქტირება

წელი ტურნირები თამაში მოგება წაგება ადგილი საქართველოს თასი
2017 ა - ლიგა 15 8 7 4 -
2018 ა - ლიგა 10 7 3 2, დაწინაურდა სუპერლიგაში -
2018-19 სუპერლიგა 18 7 11 8 რეგულარული, მეოთხედფინალი გამარჯვებული
2019-20 სუპერლიგა 14 5 9 ჩაიშალა ჩაიშალა
2020-21 სუპერლიგა 20 8 12 9 მეოთხედფინალი
2021-22 სუპერლიგა 20 10 10 7 რეგულარული, მეოთხედფინალი მერვედფინალი

ტიტულები რედაქტირება

  • საქართველოს თასის მფლობელი — 2019 წელი[3]
  • საქართელოს სუპერთასის ფინალისტი — 2019 წელი
  • დუდუ დადიანის გამარჯვებული 2021 წელი, ფინალისტი — 2018 წელი
  • ა-ლიგის ფინალისტი — 2018 წელი

სპონსორები რედაქტირება

  • 2019-2022 კროკობეთი (crocobet)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.worldsport.ge/ge/page/146270_gamyrelidzem-sakutari-gundi-chamoayaliba
  2. „“ტიტებმა” დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო“. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. http://gbf.ge/tournament/georgian-cup/news/titebi-saqarthvelos-thasis-mphlobelia