გიორგი ბილანიშვილი
გიორგი ივანეს ძე ბილანიშვილი (დ. 23 ივნისი, 1916, თბილისი ― გ. 3 დეკემბერი, 1969, იქვე) — ქართველი პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (10 იანვარი, 1944).[1]
ბიოგრაფია
რედაქტირება1935 წელს დაამთავრა მუშა-ახალგაზრდობის საღამოს სკოლა. 1937 წელს კომკავშირის საგზურით სწავლობდა ჯერ თბილისის, შემდეგ კიევის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც 1939 წელს დაამთავრა ლეიტენანტის წოდებით. მონაწილეობდა დასავლეთ უკრაინის განთავისუფლებაში, ფინეთთან ომში. დიდი სამამულო ომის დროს მონაწილეობა მიიღო ბელიცეს, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, როსტოვის, კურსკის ბრძოლებში, ჩრდილოეთ კავკასიის დაცვაში და სხვა. დნეპრის გადალახვისას სარდლობის საბრძოლო დავალებათა სანიმუშოდ შესრულებისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ ბილანიშვილი მუშაობდა თბილისში, ოქტომბრისა და ლენინის სახელობის რაიონების სამხედრო კომისრად. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 371-372.
- ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი — 1964
- Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб., 1981
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Указ Президиума Верховного Совета СССР „О присвоении звания Героя Советского Союза генералам, офицерскому, сержантскому и рядовому составу Красной Армии“ от 10 января 1944 года // Ведомости Верховного Совета Союза Советских Социалистических Республик : газета. — 1944. — 19 января (№ 3 (263)). — С. 1