გიორგი ბარათაშვილი
ქართველი მწერალი, მთარგმნელი და კრიტიკოსი
გიორგი ბარათაშვილი — XIX საუკუნის 50-60-იანი წლების ქართველი მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ჟურნალ „ცისკარში“. 1853 წელს გამოაქვეყნა რუსულიდან თარგმნილი „მღვიმე სასაფლაოს იქით“ („ცისკარი“, № 4). 1860 - „იშვიათი ამბავი“ (იქვე, № 12). ბარათაშვილი გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძის წერილს „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა“ სტატიით „წერილი რედაქტორთან“ („ცისკარი“, 1861, № 5-6), რომელშიც შეეცადა გაეკრიტიკებინა ილიას შეხედულებანი „მამათა“ ლიტერატურულ-ესთეტიკის პოზიციიდან („მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლა).
გიორგი ბარათაშვილი | |
---|---|
საქმიანობა | მწერალი, მთარგმნელი და კრიტიკოსი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭუმბურიძე ჯ., ქართული კრიტიკის ისტორია, ტ. 1, თბ., 1974
- ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 198.