გიორგი ბადრიძე (პედიატრი)

ქართველი პედიატრი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე
ტერმინს „გიორგი ბადრიძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი ბადრიძე.

გიორგი ივანეს ძე ბადრიძე (დ. 16 მარტი, 1869, ქუთაისი — გ. 1 სექტემბერი, 1938, იქვე) — ქართველი პედიატრი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1894 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1894–1896 მოსკოვის შინაგან სნეულებათა კლინიკის ორდინატორი იყო, 1896-1898 მუშაობდა თბილისის მიხეილის (ახლანდელი ქალაქის V) საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 1898–1906 — ქ. ნახიჩევანში ექიმად. 1906-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ქუთაისში. მისი თაოსნობით დასაცლეთ საქართველოში გაიხსნა ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები და თავშესაფრები. ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("მოამბე", "განთიადი", "ივერია", "დროება", "სამშობლო", "ჩვენი ქვეყანა" და სხვა) აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს მედიცინის ისტორიის, ჰიგიენის, ფილოსოფიის და სხვა საკითხებზე. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის გიმნაზიებში (ასწავლიდა ჰიგიენას). იყო ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წევრი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. მხეიძე. ექიმი გიორგი ბადრიძე, თბილისი, 1965.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება