გიორგი აგიაშვილი
გიორგი თეიმურაზის ძე აგიაშვილი (დ. 1836 — გ. 1901) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალი 1870-1876 წლებში. სწავლობდა ქუთაისის უეზდის სასწავლებელში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომებში. 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომში დაიჭრა. 1854 წელს დაჯილდოვდა იუნკერის ჩინით, რაც გამოცხადდა 1855 წლის 13 სექტემბერს კავკასიის კორპუსის ბრძანებულობაში; პრაპორშჩიკი (1861), პოდპორუჩიკი (1868), კაზაკთა პოლკის ლეიბ-გვარდიაში გადაიყვანეს კორნეტად (1871), შემდეგ ხდება პორუჩიკი (1874), შტაბ-როტმისტრი (1879), როტმისტრი (1884), პოლკოვნიკი (1891); ამ უკანასკნელ ჩინში მოიხსენიება 1901 წლის მაისამდე, მოგვიანებით გახდა გენერალ-მაიორი. დაჯილდოებულია ორდენებით, მედლებითა და სხვა. მისი მეუღლე იყო თავადის ასული ნატალია დადიანი.