სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბზიანიძე.

გიორგი ნიკოლოზის ძე აბზიანიძე (დ. 23 მაისი, 1907, ქუთაისი ― გ. 6 აპრილი, 1976, თბილისი) ― ქართველი ლიტერატურათმცოდნე და პედაგოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1969), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ცნობილი პედაგოგის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი (1929). 1935 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში და თსუ-ში. იკვლევდა უმთავრესად XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების საკითხებს. აბზიანიძის მნიშვნელოვანი ნაშრომებია: "ქართველი კლასიკოსები" (1950), "ნარკვევები XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან" (1959); მონოგრაფები: "აკაკი წერეთელი. ცხოვრება და შემოქმედება" (რუსულ ენაზე, 1940; ქართულ ენაზე, 1960), "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1955) და სხვა. აბზიანიძის რედაქტორობით გამოვიდა ა. წერეთლის თხზულებათა აკადემიური გამოცემა. იყო "ქართული ლიტერატურის ისტორიის" ექვსტომეულის თანაავტორი და თანარედაქტორი.

ლიტერატურა

რედაქტირება