გიორგიწმინდის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგიწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია.

გიორგიწმინდის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის ჩრდილოეთით, 3 კილომეტრზე, ტყეში. სავარაუდოდ აგებულია გვიანდელ შუა საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია (6,62×4,75 მეტრზე), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფისდია, რომელშიც გაჭრილია დაბალი, თარაზულად გადახურული სარკმელი. აფსიდში, კედელზე მიდგმულია ოთხწახნაგა ტრაპეზი. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში პატარა ოთხკუთხა ნიშაა.აფსიდის და დარბაზის სამივე კედელს საფეხური გასდევს.

ეკლესია შიგნით გადახურულია დადაბელებული პროპორციების, სხმული კამარით. დადაბლებული პროპორციებისაა კონქიც.

ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება