გივი ცინცაბაძე (დ. 24 ნოემბერი, 1940, ბათუმი) — ქართველი ინჟინერი.

გივი ცინცაბაძე
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1940 (1940-11-24) (84 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1963 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით ხოლო 1977 წელს დაამთავა კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების პატრონაჟის ქვეშ არსებული მოსკოვის პლეხანოვის სახელობის საფინანსო-ეკონომიკური უნივერსიტეტის საწარმოო ბიზნესის სკოლა.

1964-1967 წლებში მუშაობდა თბილისის რადიოქარხანაში ოსტატად, ნორმადარად, ინჟინრად; 1967-1976 წლებში საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად, განყოფილების უფროსად; 1977 წელს დაინიშნა სამშენებლო ტრესტ „საქკვებმრეწვმშენის“ მმართველად; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა მთელი საქართველოს მასშტაბით 700-მდე ობიექტის, მათ შორის: ბორჯომის ჩამომსხმელი და მინის ტარის ქარხნების, აგარის შაქრის კომბინატის, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის ლუდისა და თბილისის კოკა-კოლას ქარხნების, საქართველოს კულტურის ცენტრ „მზიურის“ (მოსკოვში) მშენებლობა-რეკონსტრუირებას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები

რედაქტირება
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 667

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება