გივი ჟვანია
ქართველი ექიმი, მეცნიერი, ბავშვთა ქირურგი.
გივი ჟვანია (დ. 1927 — გ. 1994) — ქართველი ბავშვთა ქირურგი, მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
გივი ჟვანია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1927 |
გარდ. თარიღი | 1994 |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ექიმი და მეცნიერი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1967-1973 წლებში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის დოცენტი. 1973-1992 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი. 1988-1994 წლებში ამავე ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის გამგე. იყო თბილისის მთავარი ბავშვთა ქირურგი. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა: 5 მონოგრაფია, 6 მეთოდური რეკომენდაცია, 2 რაციონალიზატორული წინადადება.