გივი კვანტალიანი
გივი შალვას ძე კვანტალიანი (დ. 27 სექტემბერი, 1933, თბილისი, — გ. 19 მარტი, 1999, იქვე) — მილიციის გენერალ-მაიორი (1984).
დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1958 წლიდან კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოებზე იყო. მსახურობდა თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსად (1980–1982), საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (1982–1988), მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის უფროსის მოადგილე (1988–1990). არჩეული იყო საქართველოს სსრ IX და X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად (1975-1979, 1980-1984). პოსტსაბჭოთა პერიოდში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი სკოლის უფროსი (1990–1993), საქართველოს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1997–1999). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2003, გარდაცვალების შემდეგ).
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 642.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გივი კვანტალიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კვანტალიანი გივი შალვას ძე. საქართველოს პარლამენტი.