გივი თოიძე
გრიგოლ (გივი) თოიძე (დ. 18 დეკემბერი, 1932, თბილისი — გ. 10 თებერვალი, 2022 [2]) — ქართველი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967), საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1988) თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი.
გივი თოიძე | |
---|---|
დაიბადა | 18 დეკემბერი, 1932 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაიცვალა | 10 თებერვალი, 2022[1] (89 წლის) |
1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში. 1995 წლიდან არის პროფესორი. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია — „ზამთარი“; სერია მოგზაურობის თემებზე — „მეთევზეები“, „ხევსურეთი“, „მთათუშეთი“; ქალაქური პეიზაჟები — „ძველი თბილისი“, „ნარიყალა“; მისი ნამუშევრები დაცულია ისეთ ცნობილ მუზეუმებში, როგორიცაა: ტრეტიაკოვის გალერეა (რუსეთი), აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმი (რუსეთი), პიტერ ლუდვიგის გალერეა (გერმანია); მისი ნახატები ინახება ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკის და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1981 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1967 — რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი