გივი ილიას ძე დარჩია (დ. 26 მარტი, 1926, ოზურგეთი, — გ. 17 მაისი, 1990, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-მშენებელი. პროფესორი (1976), საქართვ. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1985).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულეტეტი (1949). 1949–1950 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს საჰაერო თავდაცვის შტაბში, 1950–1952 წლებში — საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“ სექტორის უფროსად, 1952–1956 — მოსკოვის სამრეწველო ნაგებობათა ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში, 1956–1962 — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო საქმის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1958 წლიდან პედაგოგიკურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იქვე მისი ინიციატივით 1962 წლიდან ჩამოყალიბდა ამიერკავკასიაში პირველი თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრა, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობდა. დარჩიას კვლევის საგანი იყო საქართველოში გაზიფიკაციის, თბოფიკაციის, გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემათა დანერგვა და განვითარება.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • გათბობა და ვენტილაცია, ნაწ. 1–2, თბ., 1967–71;
  • თბოაირმომარაგება და ვენტილაცია, თბ., 1977.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება