გივი გოგიჩაიშვილი
გივი სიმონის ძე გოგიჩაიშვილი (დ. 23 ივნისი, 1918, ზუგდიდი — გ. 17 იანვარი, 1977, თბილისი) — ქართველი მწერალი.
პირველი მოთხრობა „გადამწყვეტი შამათი“ 1944 წელს გამოაქვეყნა, მოთხრობების პირველი კრებული „ცისარტყელა“ – 1953 წელს. ავტორია რომანებისა: „პირველი დღეები“, (1959); „გაზაფხულიდან გაზაფხულამდე“, (1965); „სამაია“, (1975) და მოთხრობათა კრებულებისა. მარტინა მინტეგი-ბილბაოსთან ერთად თარგმნა ბ. პერეს გალდოსის, რ. პანილიას თხუზულებები. გოგიჩაიშვილის რამდენიმე რომანი და მოთხრობა თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- თითმერია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 64.
- თითმერია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 199.