გიეში
გიეში — ავშნის გვარის ორი სახეობის — კავკასიური გიეშისა (Artemisia caucasica) და ბრჭყვიალა გიეშის (Artemisia splendens) სახელწოდება. ორივე სახეობას სუსტად შეფოთლილი 10–30 სმ სიმაღლის ღერო და ვერტიკალურად ჩაზრდილი მსხვილი, დატოტვილი ფესვები აქვს. ახალგაზრდა უნაყოფო (ხშირად შეფოთლილი) ყლორტები მიწაზე გართხმულ მკვრივ კორდს ქმნის. ვერცხლისფერი ხშირი, ხავერდოვანი ბუსუსი დეკორატიულ იერს აძლევს ამ მცენარეს.
გიეში კავკასიის ენდემია. კავკასიური გიეში იზრდება ქართლში მთის ქვემო სარტყელში, ხრიოკებზე და მშრალ ადგილებში; ბრჭყვიალა გიეში — მთა-თუშეთის, ფშავ-ხევსურეთისა და სხვა სუბალპურ და ალპურ სარტყელში. ღორღიანებისა და კლდის დამკორდებელი მცენარეებია და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვთ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 153.