რაიან გიგზი

(გადამისამართდა გვერდიდან გიგზი, რაიან)

რაიან ჯოზეფ გიგზი (ინგლ. Ryan Giggs, დ. 29 ნოემბერი, 1973; კარდიფი, უელსი) — უელსელი ფეხბურთელი. კარიერა გაატარა „მანჩესტერ იუნაიტედში“. 2015 წლიდან მუშაობს ამავე კლუბის სამწვრთნელო შტაბში.

რაიან გიგზი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რაიან ჯოზეფ გიგზი
დაბადების
თარიღი
29 ნოემბერი, 1973 (1973-11-29) (50 წლის)
დაბადების
ადგილი
კარდიფი, უელსი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა ნახევარმცველი
ნომერი 11
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1990–2014 მანჩესტერ იუნაიტედი 672 (114)
ეროვნული ნაკრები
1991–2007 უელსი 64 (12)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ახალგაზრდული კლუბიდან დაწყებული მან მთელი კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარა. ის შეხვედრებში მონაწილეობის მხრივ მესამე ადგილზეა კლუბის მთელი ისტორიის მანძილზე. ასევე არის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მას კლუბთან ერთად მოგებული აქვს: პრემიერ ლიგა 13-ჯერ, ასოციაცის თასი 4-ჯერ, ლიგის თასი 4-ჯერ და ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ. 2005 წელს ის ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა ინგლისურ ფეხბურთში შეტანილი წვლილისათვის. 2009 წელს იგი დაასახელეს BBC-ის წლის სპორტსმენად. სხვა მრავალ ტიტულებთან ერთად, გიგზი დასახელებული იყო საფეხბურთო ლიგის 100 ლეგენდას შორის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება