გიგანტური ფშუკუნა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიგანტური ფშუკუნა (ფურფუშა) (ლათ. Calvatia gigantea) — ნაყოფსხეული აქვს სფეროსებრი, არის 10-50 დიამეტრის, მისი წონაა 4-15 კგ, ხოლო მის ძირში არის ფესისვებრი მიცელიუმის ძაფები. გარეთა გარსი (ეგზოპერიდიუმი) აქვს:თხელი, რბილი, მყიფე, გლუვი, აბრეშუმისებრი. თავიდან არის თეთრი, ხოლო შემდეგ მოყვითალო-მურა და იგი ნაფლეთებად სცილდება შიდა შრეს. შიგნითა გარსი (ენდოპერიდიუმი) არის თხელი, აპკისებრი, ძალიან მყიფე, ის მომწიფებისას სკდება და ნაწევრდება, შემდეგ ჩნდება გლება.

გიგანტური ფშუკუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  Calavatia
ოჯახი:  ძარღვასოკოსებრნი
გვარი:  ქამასოკო
სახეობა:  გიგანტური ფშუკუნა
ლათინური სახელი
Calvatia gigantea

მისი სპორები არის მოყვითალო-მოყავისფრო, სფეროსებრი ასევე ოდნავ ხორკლიანი ამ თითქმის გლუვი. 3-5.5 x 3-5 მკმ

რიბოლი ანუ გლება თავიდან არის ხორცოვანი, თეთრი ხოლო შემდეგ მოყვითალო-მომწვანო, მომწიფებისას ის არის მოყავისფრო-მურა, ბამბისებრი, ამოვსებული სპორებით. არ აქვს გამოკვეთილი სუნი და იგი ჰაერზე არ იცვლის ფერს.

მისი ჰაბიტატი იზრდება ნიადაგზე, ხეებში, ტყისპირებში, სტეპებში უმეტესად მაღალმთიან და სუბალპურ მდელოებში და მინდვრებში ზაფხულში და შემოდგომაზე. ის ზოგჯერ ქმნის „ქაჯის წრეს“

იგი ვრცელდება ყველა კონტინეტზე.

გიგანტური ფუშკუნა იჭმევა ნორჩობაში, მანამ სანამ მისი რბილობი თეთრია. თუ მის სპორებს დიდი რაოდენობით შეისუნთქავ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია როგორიცაა: სურდო, გულის აჩქარება, თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება. რთულ შემთხვევაში ვითარდება ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 56, ISBN 978-9941-8-4547-5