გია გოკიელი
გია ვახტანგის ძე გოკიელი (დ. 7 იანვარი, 1941, თბილისი — გ. 17 აგვისტო, 2022) — ქართველი ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1982), საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1994).
ბიოგრაფია
რედაქტირება1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1968 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე; 1988–2002 წლებში იყო ქირურგიულ სნეულებათა კათედრის გამგე, 1986-90 წლებში – თბილისის მთავარი ქირურგი. 1990–1996 წლებში კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 2002 წლიდან საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო-პედაგოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. გოკიელის სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება გულმკერდისა და მუცლის ღრუს ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული მონოგრაფიისთვის „მიოკარდიუმის მწვავე იშემია და გულის გადანერგვა“, მეცნიერთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1989). გოკიელი არის ჟურნალ „კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის“ დამფუძნებელი და რედაქტორი (1991 წლიდან). 1993 წელს დააფუძნა ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია – ქირურგიის საქველმოქმედო ფონდი. დაჯილდოებულია აკადემიკოს გ. მუხაძის სამახსოვრო მედლით (1981) და ღირსების ორდენით (1999).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 80.