გვირგვინის კურთხევა კიდეს-კიდე

წარმომადგენლობითი ქორწინება ძველ საქართველოში

გვირგვინის კურთხევა კიდეს-კიდე — წარმომადგენლობითი ქორწინება ძველ საქართველოში. ფართოდ იყო გავრცელებული დიდგვაროვანთა წრეში. ერთმანეთისაგან დაშორებით („კიდეს-კიდე“[1]) მყოფი საქმრო და საცოლე, რომლებსაც რაიმე მიზეზით დროზე ერთად შეყრა არ შეეძლოთ, გვირგვინის კურთხევის წესს თავიანთი ბინადრობის ადგილას ასრულებდნენ.

გვირგვინის ქვეშ საცოლესთან საქმროს მაგიერ სხვა ვინმე მამაკაცი იდგა, საქმროსთან საცოლის ნაცვლად ასევე — მამაკაცი და არა ქალი. მაგრამ ჯვრისწერის დროს იხსენიებდნენ ნამდვილი საქმროსა და საცოლის (და არა მათი წარმომადგენლების) სახელებს. ასეთი ჯვრისწერა ეწინააღმდეგებოდა კანონიკური სამართლებრივ დოგმებს, რომელთა მიხედვითაც ქორწინება რელიგიური საიდუმლოებაა და არა ხელშეკრულება. 1103 წელს წარმომადგენლობითი ქორწინების ეს წესი სასტიკად აკრძალა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929.
  1. კიდე-კიდე, კიდეს-კიდე — ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი.