გველეთის ყველაწმინდის ეკლესია

ყველაწმინდის ეკლესიარქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ გველეთის თავში, მთაზე. თარიღდება XIII-XIV საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6,2X4,2 მეტრი), უაფსიდო, ნაგებია ნატეხი ქვით. კარის წირთხლებისა და ლავგარდნისათვის გამოყენებულია თლილი ქვა. ეკლესია დაზიანებულია, კერძოდ დანგრეულია სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი, ჩამონგრეულია კონქი და კამარა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. თითო თაღოვანი სარკმელი აღმოსავლეთით და დასავლეთითაა. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის ცილინდრული კამარა ეყრდნობა შეკიდებულ, პილასტრებზე გადაყვანილ შუა საბჯენ თაღს (შემორჩენილია ჩრდილოეთის პილასტრი და თაღის მცირე ნაწილი) და დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს. ეკლესიის ინტერიერი მოხატული ყოფილა. მოხატულობის (XIII-XIV საუკუნეები) ფრაგმენტები ამჟამად ინახება ყაზბეგის მხარდმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება