გველების ზღვა (ლათ. Mare Anguis) — მთვარის ზღვა, მდებარეობს მთვარის ხილული მხარეს. მისი დიამეტრი 150 კილომეტრია[1]. მდებარეობს კრიზისების ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით[2], ეიმარტის კრატერთან. ჩამოყალიბდა ნექტარულ პერიოდში[3]. მთვარის ზღვების უმეტესობის მსგავსად, გველების ზღვა არის ვაკე, რომელიც ამოვსებულია ბაზალტის გაქვავებული ლავით, რის გამოც იგი მუქი ჩანს. ცენტრის სოლენოგრაფიული კოორდინატებია 22°26′N 67°35′E / 22.43° ჩ. გ. 67.58° ა. გ. / 22.43; 67.58, სიგრძე 145.99 კმ.

გველების ზღვა
Mare Anguis
მონაცემები
სიგრძე 145.99 კმ.
სახელწოდება
ეპონიმი გველები
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
22.43° ჩ. გ. 67.58° ა. გ. / 22.43° ჩ. გ. 67.58° ა. გ. / 22.43; 67.58
ციური სხეული მთვარე
გველების ზღვა — მთვარე
გველების ზღვა
გველების ზღვა ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Gazetteer of Planetary Nomenclature. International Astronomical Union (IAU) Working Group for Planetary System Nomenclature (WGPSN). ციტირების თარიღი: 2010-08-08.
  2. Карта видимой стороны Луны. ციტირების თარიღი: 2010-08-07
  3. Lunar.arc.nasa.gov: Mare Anguis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-07. ციტირების თარიღი: 2010-08-07.