გვანცა ღვინჯილია

ქართველი მუსიკოსი, პედაგოგი და ხელოვნებათმცოდნე

გვანცა ღვინჯილია (დ. 19 ივნისი, 1972) — ქართველი მუსიკოსი, პედაგოგი და ხელოვნებათმცოდნე.

დაიბადა ქალაქ თბილისში. 1996 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1994–2000 წლებში იყო საქართველოს ტელერადიოს I არხის გადაცემების ავტორი და სცენარისტი. 1998–2005 წლებში კი თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მიწვეული პედაგოგი. 1999–2005 წლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საერთაშორისო განყოფილების კოორდინატორი, 1999 წლიდან პედაგოგი, 2004 წლიდან ასოცირებული პროფესორი, 2005 წლიდან კი აკადემიის დოქტორი.

გვანცა ღვინჯილია 2015 წლიდან არის ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ლიტერატურული ნაწილის უფროსი, მუსიკისმცოდნე და ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 499


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება