გვაბანაკი
გვაბანაკი — ქეჩის მოკლე უსახელო მოსასხამი, რომელსაც ყაბალახის მსგავსი თავსაბურავი აქვს წაკერებული. შეიძლება იყოს სახელოებიანიც, ზოგჯერ უთავსაბურავო. გვაბანაკს მთაში ავდრის დროს ხმარობდნენ მეგრელი მწყემსები. მსგამსი მოსასხამები გვხვდება კავკასიის სხვა კუთხეებშიც (აფხაზეთი, ადიღე და სხვა).
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. ჩაჩაშვილი, „ქართლელი გლეხი მამაკაცის კოსტუმი XIX საუკუნისა“, «ს. ჯანაშიას სახ. საქაქრთველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 958, ტ. 19 A და 21 B.
- ც. ბეზარაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 131.